სამართალი
სააკაშვილი აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის მომხრე მხოლოდ დეოკუპაციის შემთხვევაშია

1-saa-zaqa-samarTa3საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარს დაუჭერს აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დეოკუპაცია მოხდება. ამის შესახებ ქვეყნის მეთაურმა გუშინ, 28 იანვარს, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის მომხრე ვარ მხოლოდ ერთი პირობით – თუ პარალელურად საქართველოს დეოკუპაცია მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ოკუპაციას დააკანონებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

თავის მხრივ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა პრეზიდენტის ეს განცხადება არაკომპეტენტურად და არაკვალიფიციურად შეაფასა. რკინიგზის გახსნაზე თუ იქნება ლაპარაკი, იქნება რკინიგზის გახსნაზე და არა სხვა რამეზე. დეოკუპაცია პროცესია და რკინიგზის გახსნა – კონკრეტული მოქმედება. რკინიგზის გახსნა შეიძლება იყოს დეოკუპაციის ნაწილი და არა დეოკუპაციის პარალელურად წარმოებული“, – განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ზაქარეიშვილმა.