სამართალი
იტალიის დიპკორპუსის წარმომადგენლების ვიზიტი თავდაცვის სამინისტროში

1-dipkorpusi-samarTali3საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს საქართველოში აკრედიტებული იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი და სამხედრო ატაშე, კონტრადმირალი ემანუელ ბოტაზი ეწვივნენ. იტალიელი დიპლომატები საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ მიიღო. მათ დღესვე გამართეს შეხვედრა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებსა და ISAF-ის მისიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პოლკოვნიკმა ძნელაძემ იტალიელ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ლევან დოლიძე იტალიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრების პერსპქტივების შესახებ ესაუბრა.