სამართალი
საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ისრაელის დელეგაცია ეწვია სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის, გენერალ-მაიორ გაბრიელ/გაბი ოფირის მეთაურობით.
დაგეგმილია ვიზიტი როგორც შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოში (საჩვენებელი ღონისძიება), ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „ქოლცენტრ 112“-ში.
მხარეები განიხილავენ ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში.