აქტუალური
საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. 2013 წლის 9 თებერვალს თბილისს უკრაინელი ბიზნესმენები ეწვევიან და ქართველ ბიზნესმენებთან ერთად ქართულ-უკრაინულ სავაჭრო ეკონომიკურ საბჭოს დააფუძნებენ, ხელს მოაწერენ საბჭოს შექმნის აქტს.
ქართველი და უკრაინელი ბიზნესმენები შეხვდებიან მთავრობის წევრებს, შეხვედრაზე განიხილავენ მიმდინარე სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს.
ბიზნესმენთა კავშირი ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაფართოებას, საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
საკონტაქტო პირი: ეკატერინე ბენდელიანი,
ტელეფონი: 599 287940
Email- katia.katerina@yahoo.com