უცხოეთი
ცისკარიძე ფილინის საქმის გამო დაკითხეს

1-ciskara-ucxსაქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. მოსკოვის პოლიციამ დაადასტურა ცნობილი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძის დაკითხვის ფაქტი დიდი თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელ სერგეი ფილინის საქმესთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უცნობმა პირმა ფილინს მისავე სახლთან სახეში გოგირდმჟავა შეასხა. ფილინი სახისა და თვალების მესამე ხარისხის დამწვრობით საავადმყოფოში მოათავსეს. მაშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილინზე თავდასხმაში შესაძლოა, ცისკარიძე ყოფილიყო გარეული.