რელიგია
ილია მეორე: „საქართველოსა და რუსეთს შორის სიყვარული იქნება სამუდამო“

1-patr-ceretსაქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. მოსკოვში ვიზიტით მყოფი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქართველ მოქანდაკე ზურაბ წერეთელს სახელოსნოში ესტუმრა.

ჩემი ვიზიტის მიზანია, დაიწყოს იმ შეცდომების გამოსწორება, რომელიც მრავლად დავუშვით. ვფიქრობ, გვეყოფა სიმამაცე და სიბრძნე იმისათვის, რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ. მე მქონდა შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და შევთანხმდით იმაზე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ძმებად დავრჩეთ. ის, რაც მოხდა, არც რუსეთის ბრალია და არც საქართველოსი. ეს იყო ცალკეული პიროვნებების ბრალი. რა თქმა უნდა, ქართველები არიან გიჟები სიყვარულში და კეთილი საქმის კეთებაში, მხოლოდ ქართველს შეეძლო ეთქვა შენი ჭირიმე და შენ გენაცვალე. მე მადლობას გიხდით ყველა აქ მყოფებს იმისათვის, რომ თქვენც გიყვართ საქართველო და ჩვენ ამას ვგრძნობთ. საქართველოსა და რუსეთს შორის სიყვარული იქნება სამუდამო“, –  განაცხადა ილია მეორემ მოსკოვში ქართველი მოქანდაკის სახელოსნოში ვიზიტისას.

რუსულენოვანი ინტერნეტპორტალი blagovestinfo.ru-ს ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის  პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ კომენტარი სწორედ ზურაბ წერეთელთან სტუმრობისას გააკეთა.