უცხოეთი
მსოფლიოს ასი უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში 12 რუსია

1-reiting-ucxსაქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. პლანეტის ასი ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგში, რომელიც სააგენტო „ბლუმბერგმა“ შეადგინა, 12 რუსი მოხვდა. ამასთან, რეიტინგის პირველ ნახევარში აღმოჩნდნენ: ალიშერ უსმანოვი, ვიქტორ ვეკსელბერგი, ლეონიდ მიხელსონი, ვლადიმერ ლისინი და ვლადიმერ პოტანინი. „მეგაფონის მფლობელი“ უსმანოვი, რომლის ქონებაც „ბლუმბერგმა“ 19.8 მლრდ დოლარად შეაფასა, 36-ე ადგილზეა.

რუსებიდან სიაში მოხვდნენ ასევე: მიხაილ ფრიდმანი (15.3 მლრდ), ალექსეი მორდაშოვი (15 მლრდ.), რომან აბრამოვიჩი (14.8 მლრდ), ანდრეი მელნიჩენკო (13.9 მლრდ), მიხაილ პროხოროვი (13.6 მლრდ), ვაგიტ ალეკპეროვი (12.9 მლრდ.), ოლეგ დერიპასკა (11 მლრდ.).

პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში პირველი ადგილები უწინდებურად მექსიკელ კარლოს სლიმსა და ამერიკელ ბილ გეიტსს უკავიათ.