საზოგადოება
საქართველო სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს

1-olimp-saz2საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. ქართველი სპორტსმენები 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის ემზადებიან, რომლებიც რუსეთის ქალაქ სოჭში ჩატარდება. ამის შესახებ სააგენტო „ნოვი რეგიონს“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განუცხადა.

ცნობისათვის: საქართველოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით, ზამთრის „ოლიმპიადა-2014“-ის ბოიკოტს უჭერდნენ მხარს, ხოლო ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება სურს, ქართველი სპორტსმენები აუცილებლად უნდა გაემგზავრონ სოჭში.

„სოჭის ოლიმპიადისთვის ვემზადებით. ჩვენი სპორტსმენები ვარჯიშობენ და პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, –  განაცხადა ლევან ყიფიანმა.