კათოლიკოს-პატრიარქი თვლის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დღეს არსებული სახელმწიფოთაშორის დაძაბული ურთიერთობა განპირობებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხით. „მე არაერთხელ განმიცხადებია რუსეთის სახელმწიფო პირთათვის, რომ რუსეთს სჭირდება ერთიანი საქართველო და საქართველოს სჭირდება ერთიანი, ძლიერი რუსეთი! ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. ამიტომ ეს საკითხი, ადრე თუ გვიან, უნდა გადაწყდეს. ღმერთის დახმარებით, ბრძენი და მამაცი ადამიანების დახმარებით, როგორც საქართველოში, ასევე, რუსეთში და, ბუნებრივია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება ყველასთვის“.
დღეს ილია მეორე და რუსეთის პატრიარქი ერთად კრემლის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვას აღავლენენ. ვიზიტის ფარგლებში პატრიარქი ხვალ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
უწმინდესი საქართველოში 26 იანვარს დაბრუნდება.