აქტუალური
საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილის განმარტებით, სტიქიით დაზარალებული ოჯახების სიას სამინისტრო „ბანკ ქართუს“ დღეს გადაუგზავნის, ხვალიდან კი „ქართუს“ ნებისმიერ ფილიალში შესაძლებელი გახდება თანხის აღება.
„მოსახლეობას ინფორმაციის მიღება შეეძლებათ სოფლის რწმუნებულებთან, კვირის ბოლოს სამინისტრო 3000 დაზარალებულის სიას გადაუგზავნის ბანკს, მთლიანად კი კომპენსაციების გაცემა ეტაპობრივად 4-5 კვირის განმავლობაში მოხდება“, – აცხადებს შერგელაშვილი.
ამასთან, სამინისტრო მოსახლეობას სთხოვს, დამატებითი ინფორმაცია ადგილობრივ გამგეობებში რწმუნებულებთან მიიღონ, რომლებიც სრულად იქნებიან ინფორმირებული ყველა პროცედურასთნ დაკავშირებით გარკვეული ეტაპისთვის.