რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში

1-patriaqri-sazo1საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წმიდა სინოდის წევრებთან ერთად რუსეთის დედაქალაქში იმყოფება.

უწმიდესს დღეს „გამორჩეული საქმიანობისა და მართლმადიდებელ ხალხებს შორის ერთობის განმტკიცებისთვის, ქრისტიანული ფასეულობების დამყარებისა და განმტკიცებისთვის საზოგადოებაში“ პრემიით დააჯილდოვებენ. დაჯილდოების ცერემონიას რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქი კირილი უხელმძღვანელებს. მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში 23 იანვარს დაგეგმილია ილია მეორეს შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, კათოლიკოს-პატრიარქს საერო და სასულიერო პირებთან რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს დანიშნული. შეხვედრებზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, ქართველი მეფეების – ვახტანგ მეექვსესა და თეიმურაზ პირველის – საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებითაც იქნება საუბარი. 
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი რუსეთის პატრიარქთან ერთად ერთობლივ საზეიმო წირვაშიც მიიღებს მონაწილეობას, შეხვდება ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს.