აქტუალური
საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. დიდ დიღომში მდებარე კერძო სკოლა „ფესვების“ პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა დილიდან აქცია გამართეს.
დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს პრეტენზია აქვთ ჯგუფების გაერთიანებაზე, სადაც 40-მდე მოსწავლე იყრის თავს. ამ პირობებში კი სათანადო განათლების მიღება შეუძლებელია.
ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს სკოლის დირექტორი მანანა გვირჯიშვილი. მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები მსგავსი აქვიის მოწყობას განათლების სამინისტროსთანაც გეგმავენ.