საზოგადოება
ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა ეროვნულ აკადემიაში

1-akad-sazogaaa2საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის (ექვთიმე ღვთისკაცის) დაბადების 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს თაოსნობით მოეწყო.

სტუმართა შორის სხდომას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მიესალმა საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორებს და მოკლე სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან ისაუბრა ექვთიმე თაყაიშვილის, როგორც დიდი მეცნიერისა და ერის კაცის, ფასდაუდებელ ღვაწლზე, სამშობლოსადმი მის ერთგულებაზე, სულის სიმტკიცეზე, რომელიც ვერ გატეხა გაჭირვებამ და, მრავალი განსაცდელის მიუხედავად, ჩვენი საგანძური შეუნარჩუნა და დაუბრუნა ქვეყანას. „ექვთიმე თაყაიშვილის სახელი საუკუნეებს გაუძლებს და ზნეობის მაგალითი იქნება ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.