საზოგადოება
საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე პირის წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა. ამ პირთა შორისაა ციხის გახმაურებული კადრების გამავრცელებელი ვლადიმერ (ლადო) ბედუკაძე.
წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შუამდგომლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ცენტრალურ ეროვნულ ბიუროს მთავარმა პროკურატურამ მიმართა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა იმედოვნებს, რომ ვლადიმერ ბედუკაძე დაბრუნდება ქვეყანაში და გამოძიებასთან ითანამშრომლებს. ადვოკატის განცხადებით, იგი აპირებს თანაშრომლობას გამოძიებასთან, თუმცა, ჯერ უცნობია საქართველოში მისი დაბრუნების თარიღი. დაცვის მხარის თქმით, ბედუკაძე მზად არის, ციხის სკანდალურ კადრებთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს.