უცხოეთი
საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის ყოფილმა პრემიერმა იულია ტიმოშენკომ, რომელიც მკურნალობის კურსს ხარკოვის კლინიკურ საავადმყოფოში გადის, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია შეწყვიტა. ამის შესახებ კაჩანოვის გამოსასწორებელი კოლონიის უფროსმა იგორ კოლპაშჩიკოვმა განაცხადა.
ტიმოშენკოს თანამოაზრის, ანდრეი პავლოვსკის განცხადებით, კაჩანოვის კოლონიის ხელმძღვანელობამ მსჯავრდებულის პალატიდან ვიდეოკამერები მოხსნა და ისინი მხოლოდ საავადმყოფოს დერეფანში დატოვა. თუმცა, მოგვიანებით, კოლონიის ხელმძღვანელმა კოლპაშჩიკოვმა უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ ტიმოშენკოს პალატაში კამერები კანონის მოთხოვნების შესაბამისად აყენია.
ამგვარად, გაუგებარია, თუ რა მოთხოვნები დაკმაყოფილდა კოლონიის ხელმძღვანელობის მიერ.
თუმცაღა, ცნობილია, რომ ტიმოშენკო სამედიცინო პროცედურების განახლებასაც დათანხმდა.