რელიგია
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი პატრიარქის საიუბილეო ვახშამზე

1-iubile-aqua2-relig1საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. პოლიტიკოსებმა საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს საპატრიარქოში გამართულ საიუბილეო ვახშამზე საიუბილეო თარიღი მიულოცეს და  ერთობლივად დალოცეს.

ძალიან სიმბოლურია დღეს ჩვენი შეკრება, რომ ამდენი პატრიარქი ულოცავს, ამდენი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მთელი მსოფლიოდან ერთადაა დღეს ჩვენს საპატრიარქოში და შეიძლება ეს ნიშანი იყოს იმისა, რომ ჭეშმარიტად  დაიწყოს დღეს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა და ის დიდი სიყვარული, რომელიც თქვენ გაეცით სასულიეროდ, საეროსაც გადაედოს, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ხელიხელჩაკიდებულმა ავაშენოთ ჩვენი საყვარელი საქართველო“, – ამ სიტყვებით დალოცა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქი.

უწმიდესმა სადღეგრძელოს წარმოთქმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც სთხოვა. „ყველაფერი თქვა, მე ვუერთდები“, – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.