უცხოეთი
საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრაქტიკულად მთელი ტერიტორია გრიპის ძლიერმა ეპიდემიამ მოიცვა. დაავადების აფეთქება 41 შტატში დაფიქსირდა. ამასთან, მასაჩუსეტსის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – ეპიდემიას უკვე 18 კაცი ემსხვერპლა. ბოსტონში დაავადების 700 შემთხვევაა გამოვლენილი.