საზოგადოება
საქართველოს წარმომადგენელი ევროსაბჭოში გადადგება

JRenti-sazogadoebaa1საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი მამუკა ჟღენტი გადადგება. მისი თქმით, ეს საკითხი შეთანხმებულია მთავრობასა და პრეზიდენტთან. „როგორც ჩემთვის ცნობილია, ყველა ძირითად დიპლომატიურ მისიაში ელჩების შეცვლაა დაგეგმილი, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დიპლომატიურ სამსახურს საერთოდ ვტოვებ. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს“, – განაცხადა მამუკა ჟღენტმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ვინ შეცვლის მას აღნიშნულ პოსტზე ევროსაბჭოში. ჟღენტის თქმით, ეს საგარეო საქმეთა მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის გადასაწყევტია.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მამუკა ჟღენტი ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად 2011 წელს დაინიშნა.