პოლიტიკა
საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს დახმარება მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში ხელს შეუწყობს მის კონტრიბუციას ავღანეთში მშვიდობის დასამყარებლად. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გორში სტუმრობისას განაცხადა.
„ამ დახმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისათვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში“, – აღნიშნა ნორლანდმა და დასძინა, რომ მისი აზრით, ყველა ქვეყანა აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პროფესიულ სამხედრო განათლებას ოფიცერთა კორპუსის ჩამოყალიბებაში.
„განათლებულ ოფიცრებს უნდა შეეძლოთ არა მხოლოდ ომის მოგება, არამედ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. აშშ მოხარულია, რომ წვლილი შეაქვს აკადემიის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფაში, ასევე, ეხმარება ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ინგლისური ენის სასწავლო კურსებითა და ინსტრუქტორებით“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.