სამართალი
საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, მთავარი პროკურორის – არჩილ კბილაშვილის, ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტი მომზადდა.
პროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა ფართოვდება: ნაფიცი მსაჯულები იმ საქმეებსაც განიხილავენ, რომლებზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.
აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტს უკვე წარედგინა.