სამართალი
საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. შსს-ის მიერ გავრცელებული ცნობით, შს სამინისტროს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქ. ახალციხეში ნარკოდანაშაულისთვის წარსულში არაეთგზის ნასამართლევი, 1958 წელს დაბადებული გრიგორ ა. დააკავეს.
ექსპერტის დასკვნით, გრიგორ ა. დაკავების დროს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
საქმე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. ჩადენილი დანაშაული თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შს სამინისტროს ახალციხის რაიონული სამმართველო აწარმოებს.