ზუგდიდელმა სამართალდამცველებმა ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციულ საზღვარზე, სოფ რუხში, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო შვეიცარიის მოქალაქე, 33 წლის ერიხ ჰაინც შტეფანი დააკავეს. ის ფსოუს საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან აფხაზეთის გავლით მოხვდა ზუგდიდის რაიონში.
შტეფანი ადრე ორჯერაა საქართველოში ნამყოფი, ფლობს ქართულ ენას. ის გაკვირვებულია მისი დაკავების გამო, რადგან რუსებმა და აფხაზებმა თავისუფლად გამოატარეს საზღვარზე, არც კი უთქვამთ, რომ ენგურს გაღმა პრობლემები შეექმნებოდა. მისი თქმით, არც ინტერნეტში და არც სხვაგან არ გაცნობია ინფორმაციას, აფხაზეთის გავლით საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შესვლა თუ აკრძალული იყო, `ეს რომ მცოდნოდა უკან გავბრუნდებოდიო," - აცხადებს შტეფანი.
ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზღვრის უკანონო გადალახვა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე, მაგრამ ქართულმა მართლმსაჯულებამ შვეიცარიელი ტურისტის მიმართ `ჰუმანურობა~ გამოიჩინა და მხოლოდ 1000 ლარით დააჯარიმა.