საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებას – „რომლითაც ის ცდილობს, ხელი შეუშალოს ინვესტიციების შემოდინებას“ – სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა.
აღნიშნული ჰესების მშენებლობას ახორციელებს კომპანია შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი-ენერგია“ საქართველოს მთავრობასთან 2009 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამინისტრო ხელს შეუწყობს აღნიშნული პროექტის განხორციელებას გაფორმებული ურთიერთგაგების პირობების მიხედვით“, – აცხადებს კახა კალაძე.
მინისტრი კომპანია GIG ENERGY-ის წერილების წარმოდგენით საზოგადოებას უდასტურებს, რომ ელექტროსადგურების მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადება იყო სიცრუე და მისი ჩვეული დემაგოგიის გაგრძელება. დღეს სულ სხვა რეალობაა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის!“ – აცხადებს კალაძე.