აქტუალური
საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძე წარადგინა. ის სამინისტროში ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს, კურირებას გაუწევს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – მონაცემთა გაცვლის ეროვნულ სააგენტოს, იუსტიციის სახლსა და „სმარტ ლოჯიქს“.
მინისტრის თქმით, სწორედ ბურჭულაძის დამსახურებით გამოვლინდა ბაჩო ახალაიას მიერ დატოვებული 113-მილიონიანი დეფიციტი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში. მან გამოავლინა „ავტომატების თემასთან“ დაკავშირებული ხარვეზები და პრეზიდენტის მეორე თვითმფრინავთან დაკავშირებული ხარჯები.
როგორც წარდგენისას წულუკიანმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტი ალექსანდრე ბურჭულაძემ შეიმუშავა. თავად ბურჭულაძის განცხადებით, იგი მუშაობისას შეეცდება მინიმუმამდე დაიყვანოს ნებისმიერი შეცდომის ალბათობა უწყებაში.