სამართალი
საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. იტალიაში, ტოსკანაში, დააკავეს 24 წლის ქართველი ნათია თათარაშვილი, რომელიც ეჭვმიტანილია 90 წლის იტალიელი ქალბატონის მკვლელობაში. თათარაშვილი 5 წლის განმავლობაში მოხუც ქალბატონთან მომვლელად მუშაობდა და ერთ-ერთი ვერსიით, იგი შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ დანაშაულამდე რამდენიმე ხნით ადრე გოგონამ, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, თავის მოკვლა სცადა.