საზოგადოება
მომე მილიონი!

nodia-sazogadoeba1საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტიდან ატყობინებენ, დღეს, 8 იანვარს, 5 საათზე ინსტიტუტის ოფისში (ა.წერეთლის გამზირი, № 72, მე-2 სართული) გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც ინსტიტუტის ხელმძღვანელობა ჟურნალისტებს გააცნობს თავის გეგმებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 დეკემბრის №1112 ბრძანებულებით, გამოცხადდა კონკურსი: სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“. საკონსურსო კომისია სააკაშვილის მრჩევლებით იყო დაკომპლექტებული – ეკონომიკის ექს-მინისტრ ვერა ქობალიას და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძის შემადგენლობით.

კონკურსში ერთ-ერთ გამარჯვებულად გამოცხადდა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი («CIPDD“ – დირექტორი, ცნობილი ნაციდეოლოგი გია ნოდია), რომელსაც 800 ათასი ლარი მიენიჭა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან შესაბამისი პროგრამების განსახორციელებლად.

ამ მიზნისათვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სულ 1 მლნ ლარი გამოიყო. კონკურსში მონაწილე ოთხი ორგანიზაციიდან დაფინანსება 200 ათასი ლარის ოდენობით მიიღო ზაზა დარასელის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდმა (ხელმძღვანელი ნინო დარასელი).

ვერა ქობალიას განმარტებით, ოთხი კონკურსანტიდან პირობები მხოლოდ აღნიშნულმა ორმა დააკმაყოფილა“.