სამართალი
საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მინისტრის ყველა მოადგილემ საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის II განყოფილებაში ნარკოლოგიური ტესტი ჩაიტარეს.
„პირველი შემოწმება მე გავიარე. მე მივეცი მაგალითი ჩემს თანამშრომლებს. ჩემი მიზანია, სამინისტრო გაჯანსაღდეს მთლიანად, სამინისტროში დაინერგოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩვენ ვებრძვით ნარკომანიას და ყოველგვარ მანკიერებას“, – განაცხადა მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს, ანალოგიური აქცია თავიანთ უწყებებში ყველა მათგანმა ჩაატაროს, რასაც აუცილებლად მოჰყვება დადებითი შედეგი.