რელიგია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მახათას მთაზე მშენებარე ეკლესია მოინახულა

maxaTa-aqtualuu2საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს მახათას მთაზე მშენებარე ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მონახულებისა და დალოცვისას განაცხადა: შენდება დიდებული მონასტერი, ღვთისმშობლის სახელობის, სადიდებელად ღვთისა და საქართველოს მშვიდობისათვის. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ მშენებლობაში“.

ამასთან, უწმიდესმა მშენებლებს ტკბილეულიც გადასცა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად მშენებლობა ფონდ „ივერიის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემაც მოინახულა, რომლის თქმითაც, ტაძრის საძირკვლის მშენებლობა უკვე დასრულებულია, გაზაფხულიდან კი მისი ძირითადი ნაწილის მშენებლობა გაგრძელდება.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მახათას მთაზე ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2012 წლის აპრილში საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. ტაძარს საქართველოს მოსახლეობა და უცხოეთში მცხოვრები ემიგრაცია ერთობლივი ძალისხმევით აშენებს.