საზოგადოება
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ განცხადება

1-lazare-sazogad2საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ პრესსამსახურიდან ატყობინებენ, მოძრაობის ფორმატში იქმნება მიხეილ სააკაშვილის, ნაცმოძრაობისა დათავისუფლების ინსტიტუტისმიერ გაწეული დანაშაულებრივი საქმიანობის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომის“.

მოძრაობის განცხადების თანახმად, ქართველ საზოგადოებაში, რომლის საუკეთესო წარმომადგენელთა ნაწილიც მოძრაობა „ლაზარეშია“ გაწევრებული, დიდია პრეზიდენტის, ყოფილი ხელისუფლებისა და (ფაქტობრივად, ხელისუფლების დანამატად ქცეული) „თავისუფლების ინსტიტუტის“ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნა.

სწორედ მოძრაობა „ლაზარეს“ მრავალრიცხოვან წევრთა და მომხრეთა მოთხოვნის გათვალისწინებით, კომისია, დღეს მოქმედი პარლამენტის შესაბამის კომისიებთან თანამშრომლობითა და პროფესიონალების ჩართვით, ქვეყნისთვის ყველა საჭირბოროტო სფეროსა და მიმართულებით გამოიკვლევს ჩამოთვლილი სუბიექტების დანაშაულებრივ ქმედებებს.

კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან როგორც პროფესიონალები, ისე პარლამენტის შესაბამისი კომისიის წევრები. პირველ ეტაპს საზოგადოებრივი კომისია კულტურული მემკვიდრეობის, ეროვნული საგანძურისა და სამუზეუმო ექსპონატების გატანის“ საკითხზე მუშაობით იწყებს. ამ საკითხთან დაკავშირებული საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნისა და თანამშრომლობის წერილი გადაეგზავნება როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს, ისე კულტურის სამინისტროს.