რედაქტორისგან
რაში ლიდერობს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი №1

1-analitnew-USAბევრი ადამიანის, პირველ რიგში კი – თავად ამერიკელების, ცნობიერებაში ღრმად არის ჩაბეჭდილი მითი ამერიკის შეერთებული შტატების მსოფლიო პირველობის შესახებ. სინამდვილეში როგორ არის საქმე? მოდი, იმის გადაწყვეტა, რა არის სინამდვილეში ამერიკა – სტატისტიკის მშრალ ოფიციალურ  ციფრებს მივანდოთ. ოფიციალური მონაცემები ამბობს, რომ ამერიკას მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს:

ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულთა რაოდენობით (კერძო საკუთრებაში არსებული იარაღით);

ერთ ადამიანზე ელექტროენერგიის დანახარჯით;

ნაგვის წარმოებით (720 კგ ერთ ადამიანზე წელიწადში);

ნავთობის დანახარჯით;

ბუნებრივი აირის დანახარჯით;

ერთ ადამიანზე მიღებული კალორიებით;

გაუპატიურებებით;

ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ხელმოუწერელი საერთაშორისო ხელშეკრულებების რაოდენობით;

15 წლამდე ასაკის ცეცხლსასროლი იარაღით დახოცილი ბავშვების რაოდენობით;

15 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობით, რომლებმაც თვითმკვლელობა ჩაიდინეს.

მსოფლიოში ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი მკვლელობების 45% აშშ-ში ხდება. შეერთებული შტატები არის სახელმწიფო, რომელიც ყველაზე სერიოზულადაა დაზარალებული ძალადობისა და ბოროტმოქმედებისაგან. 2003 წლის ივნისში გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2002 წელს შეერთებულ შტატებში გაცხადებული იყო 11,9 მილიონი სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ მკვლელობების, ძალადობის, ძარცვის და ქურდობის ჩათვლით. შეერთებული შტატები  მსოფლიოში ყოველთვის ლიდერობდა მკვლელობების სფეროში. აღვირახსნილმა ბოროტმა სოციალურმა ძალებმა და ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებულმა მოხმარებამ საფრთხე შეუქმნა ადამიანების სიცოცხლეს. US National Youth Gang Center-ში გამოქვეყნებული შეტყობინების თანახმად, 2002 წელს აშშ-ში 21 500 კრიმინალური ბანდა იყო, რომლებიც 731 000 წევრს აერთიანებდა.

ნარკოტიკებით გამოწვეული ბოროტმოქმედებების რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს, ფედერალურ ციხეებში მყოფ პატიმართა ნახევარზე მეტს რაიმე კავშირი ჰქონდა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულთან. ვაშინგტონის 6 000 000-ანი მოსახლეობიდან 600 000 ნარკოტიკს მოიხმარდა და ლოთობდა, რაც ყოველწლიური 1,2 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დანაკარგის მიზეზი გახდა. ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) ძალადობის ბრალდებით დაპატიმრებულთა ნახევარი ნარკოტიკებს მოიხმარდა.

აშშ-ის ყველა სკოლაში ახლა ლითონის დეტექტორები დგას, რადგან სკოლაში იარაღის ტარება ჩვეულებრივ საქმედ იქცა.

ამერიკელთა 60% საერთოდ არ კითხულობს წიგნს, და თუ კითხულობს, უპირატესად, დეტექტივებს ან პორნოგრაფიას. ამერიკელთა მხოლოდ 11% კითხულობს გაზეთებს თავიდან ბოლომდე, და არა მხოლოდ იუმორისტულ სვეტს და განცხადებებს. გამოკითხვის შედეგების თანახმად, 2004 წელს მხოლოდ ამერიკელთა ნახევარმა წაიკითხა თუნდაც ერთი წიგნი. 1982 წლიდან იაფფასიანი რომანების, პატარა მოთხრობებისა და ლექსების მკითხველთა რაოდენობა 10%-ით შემცირდა და ამჟამად 46,7%-ს შეადგენს. „გადემოკრატიზებულ“ „პეპსის თაობაში“ კიდევ უფრო ნაკლები მკითხველია – 42,8% (1982 წელს ასეთები 60% იყო).

2003 წელს წერა-კითხვის უცოდინარობამ აშშ-ში მოსახლეობის 20%-ს მიაღწია და სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. რუსეთის ახალგაზრდობა თავის ამერიკელ თანატოლებზე უფრო ინტელექტუალურია. საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონკურსებზე ჩატარებული ტესტები, როგორც წესი, 100-ქულიანი სისტემით ფასდება. ჩვენი ახალგაზრდები 96-97%-ს აგროვებენ ამერიკელთა 82%-ის წინააღმდეგ. ამგვარი მაჩვენებლები, პირველ რიგში, განათლების სამამულო სისტემის უპირატესობებთან არის დაკავშირებული. ის აგებულია ფუნდამენტურ პრინციპზე, მაშინ, როცა დასავლეთის სკოლები საფუძვლად გამოყენებით პრინციპს იღებენ. განვითარებული მრეწველობის ქვეყნებს შორის აშშ-ში განათლების ყველაზე დაბალი დონეა. ამერიკული საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა მხოლოდ 25% იღებს სრულფასოვან განათლებას. დანარჩენებს არასოდეს უსწავლიათ ალგებრა და ტრიგონომეტრია, გეოგრაფია და უცხო ენა, ფიზიკა და ქიმია, თუმცა მიიღეს აუცილებელი ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები პირადი ჰიგიენის, კოსმეტიკის, ოჯახის ბიუჯეტის სფეროში და ა.შ. Х-ХII კლასების მოსწავლეთა უმეტესობისათვის განისაზღვრებოდა მხოლოდ სამი სავალდებულო საგანი – მშობლიური ენა, საზოგადოებრივი დისციპლინები (ყველაზე ხშირად – აშშ-ის ისტორია და მოქალაქეობათმცოდნეობა) და ფიზკულტურა. სკოლები შერჩევით სთავაზობდნენ 100-150 სასწავლო კურსს, რომელთა უმეტეს ნაწილს წმინდა გამოყენებითი ხასიათი ჰქონდა (მომხმარებლის მათემატიკა, საოჯახო ეკონომიკა, ავტომანქანის მართვა, ავადმყოფის შინ მოვლა, კოსმეტიკა, პროდუქტების დაკონსერვება და ა.შ.).

ამერიკული უნივერსიტეტები დღეს იმავეს წარმოადგენენ, რაც ადრე საშუალო სკოლები იყო. ამერიკელთა 30%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ის მოსახლეობა ერთიდან ორ მილიარდამდე ადამიანს შეადგენს. ამერიკელთა მხოლოდ მცირე ნაწილი ლაპარაკობს უცხო ენებზე. ჟურნალმა National Geographic-მა გამოკითხვის შედეგად გამოავლინა, რომ გამოკითხულთა სამ მეოთხედზე მეტმა მსოფლიოს რუკაზე იაპონიის მონახვა ვერ შეძლო!

ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ამერიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა 70-80%-ით შეამცირეს საზღვარგარეთის შესახებ ინფორმაციის რაოდენობა. მათი არგუმენტი: ეს ინფორმაცია საინტერესო არ არის, ვინაიდან ამერიკელებს არ ეხება.

2004 წელი. ამერიკელმა სოციოლოგებმა საინტერესო გამოკითხვა ჩაატარეს. ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერები, ტელეკომპანია CBS-ისა და გაზეთ New York Times-ის თანამშრომლები ეკითხებოდნენ შეერთებული შტატების მოსახლეობას სამყაროს აგებულების შესახებ. გამოკითხვის შედეგებმა ბევრს შოკი მოჰგვარა: ამერიკელების დაახლოებით 55% დარწმუნებულია, რომ ადამიანი მისი დღევანდელი სახით უზენაესმა შექმნა. 27% მხარს უჭერს ჰიპოთეზას, რომლის თანახმად, Homo sapiens ევოლუციის შედეგად წარმოიშვა, თუმცა მოცემულ პროცესს ღმერთი წარმართავდა. ამერიკელების 13% -ს მიაჩნია, რომ ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიშვა უზენაესის დახმარების გარეშე. გარდა ამისა, ამერიკელების 20%-ს სჯერა, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს და გამოკითხულთა მხოლოდ 17%-ს მიაჩნია, რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო, თუმცა, დარწმუნებული არიან, რომ მზის ირგვლივ ჩვენი პლანეტა ერთ სრულ ბრუნს დღე-ღამის განმავლობაში ასრულებს და არა წლის განმავლობაში.

ერაყის მოსახლეობა ამერიკელებზე გაცილებით უფრო განათლებულია. შეერთებული შტატების მოზრდილი მოსახლეობის 20% ვერ ასახელებს ევროპის ვერცერთ ქვეყანას! 18-დან 24 წლამდე ასაკის ყოველი მეშვიდე ამერიკელი რუკაზე საკუთარ ქვეყანას ვერ პოულობს, ყოველი მეოთხე ვერ აჩვენებს წყნარ ოკეანეს. კოლეჯების კურსდამთავრებულთა 95% შეცდომებით წერს სიტყვებს, ნახევარმა არ იცის მარტივი წინადადების შედგენა. მთლიანობაში, დღეისათვის ამერიკელების წიგნიერების საშუალო დონე ჩამორჩება XX საუკუნის დასაწყისში არსებულს.

აშშ-ის მოსახლეობის 69%-ს სრულიად არ აღელვებს ძალადობა ტელეეკრანებსა და კინოში. ეს ართობს მათ! 74%-ს მიაჩნია, რომ  მსოფლიო ომი, რომელიც არ შეეხებოდა ამერიკის ტერიტორიას, მსოფლიოს ჭარბმოსახლეობის პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო საშუალება იქნებოდა. 83%-ს მიაჩნია, რომ საკუთარი სახლისა და ქონების დაცვა ცეცხლსასროლი იარაღით ხელში უნდა წახალისდეს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სამართალდამრღვევი უიარაღოა ან, უბრალოდ, საეჭვოდ გამოიყურება. 84% აღიარებს ჭეშმარიტებას: „ჩვენ შემდეგ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა!“ მათ არაფერი ესაქმებათ ტროპიკების, ოზონის შრის გადარჩენასთან ან შთამომავლობისათვის ბუნების შენარჩუნებასთან. ეს უკვე – მათი შვილების პრობლემაა და მშობლები დარწმუნებული არიან, რომ მათ ყველაფერს თავიანთი ძალებით უნდა მიაღწიონ...

ამერიკის მოსახლეობის 88% მხარს უჭერს, რომ ეჭვმიტანილი დაკავების მომენტიდან დამნაშავედ იყოს მიჩნეული და არ გათავისუფლდეს, სანამ თავის უდანაშაულობას არ დაამტკიცებს.

სოციოლოგთა ამერიკული საზოგადოების 2004 წლის მოხსენებაში წერია, რომ ამერიკელთა უმეტესობა „მკაცრად გადარჩენაზე ორიენტირებული ხარბი ეგოისტები არიან...

ედუარდ ფიოდოროვი

http://news.mail.ru/politics/11327631/comments/?page=4