პოლიტიკა
საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დღეს დაიწყო.
„საპატიო დაკრძალვათა“ ხეივანიდან საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით „შეჰიდების ხეივანში“ გაემართა და „მარადიული ცეცხლის“ მემორიალი გვირგვინებით შეამკო.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: საქართველოს დელეგაციაში შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუცის ხელმძღვანელი.