საზოგადოება
გორელებმა სტალინის დაბადების დღე აღნიშნეს

1-stalin-mtსაქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს, 21 დეკემბერს, 12:00 საათზე,  ქალაქ გორში, იოსებ სტალინის დაბადების დღის აღსანიშნავად ტრადიციულად (ეს შეკრება მხოლოდ შარშან არ ყოფილა) შეიკრიბნენ საქართველოს კომპარტიის ვეტერანები და ტრანსპარანტებით ხელში გაემართნენ სტალინის მოედნისკენ, სადაც, ასევე, ტრადიციულად გვირგვინები მიიტანეს სტალინის სახლ-მუზემთან. ტრანსპარანტზე, რომელიც ვეტერანებს მიჰქონდათ, ეწერა: მოვითხოვთ სტალინის ძეგლის აღდგენას ძველ ადგილზე“. შეკრებილებს სიტყვით მიმართა ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერმა ალეკო ლურსმანაშვილმა და მოუბოდიშა დაყოვნების გამოც: ბოდიში, რომ გაყოვნებთ, ბაუმელი და ქუთაისელი ამხანაგები გზაში არიან და დაველოდოთ...

სტალინის სახლ-მუზეუმის წინ აქციის მონაწილე ქალბატონი ყიდდა გაზეთ კომუნისტის ახალ ნომრებს, რომლებიც ძელსკამზე ეწყო.

ოდნავ მოგვიანებით კომპარტიის წევრებმა და ვეტერანებმა გამგეობის წინ გადაინაცვლეს, ასევე, ტრანსპარანტებით ხელში.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ, 20 დეკემბერს, გორის გამგეობამ მიიღო დადგენილება მუზეუმის სკვერში სტალინის ძეგლის დადგმისა და ამისათვის 15000 ლარის გამოყოფის შესახებ.

1-stalin-1 1-stalin-2
1-stalini-3 1-stalini-4
1-stalini-5 1-stalini-6