აქტუალური
საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან ატყობინებენ, თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 2012 წლის 19 დეკემბერს ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან ჯარისკაცის ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარების შესახებ.
„მიმდინარეობს ქართველი სამხედროს „ძიება-გადარჩენის“ ოპერაცია, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების სარდლობა.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სამხედრო მოსამსახურის ოჯახი. ავღანეთში მყოფ ქართულ ქვედანაყოფებს მიღებული აქვთ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები.
„ძიება-გადარჩენის“ ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, ფაქტის შესახებ კონკრეტული დეტალები არ სახელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.