სამართალი
საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიზნით, შპს „ტაოს“ ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი ისევ ახალციხეში გადაჰყავთ.
უწყება არ ადასტურებს თუმანიშვილის ადვოკატის განცხადებას, თითქოს ბრალდებულს დიაბეტი აქვს და ასთმის ნიშნები აღენიშნება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ თუმანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას ჩაუტარდა მაღალკვალიფიციური გამოკვლევები და ამ მომენტისთვის მისი ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.