პატრულირება თბილისის ყველა უბანსა და ქუჩაზე განხორციელდება

საქართველო, 17 დეკემბერი,
საქინფორმი. საქართველოს შს მინისტრ
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეიდან სამართალდამცველები პატრულირებას არა მარტო ცენტრალურ მაგისტრალებზე, არამედ თბილისის ყველა უბანსა და ქუჩაზე განახორციელებენ. შესაბამისად, თბილისის საპატრულო პოლიციაში ავტომანქანების რაოდენობა და პატრულ-ინსპექტორთა რიცხვი იზრდება.
ამასთან, მინისტრისავე გადაწყვეტილებით, ძველ პოზიციებზე დაბრუნდნენ წინამორბედი ხელისუფლების მმართველობის პირობებში სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული სამართალდამცველები.