სამართალი
საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ყოფილი ჩინოვნიკების დაკავების გამო და მოუწოდებს პრემიერ ივანიშვილს, კანონის უზენაესობა დაიცვას.
ლორდებმა ყოფილი ხელისუფლების ათობით ჩინოვნიკის დაკავება საგანგაშო სიგნალად შეაფასეს. მსჯელობისას ისიც აღინიშნა, რომ შესაძლოა, ზოგი მათგანი ნამდვილად ყოფილიყო გარეული რაიმე დანაშაულში, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, კანონის უზენაესობა დაცული უნდა იქნეს და პროცესი პოლიტიკურ შურისძიებად არ უნდა იქცეს.
ლორდ ჰავორთის განცხადებით, „ქართული ოცნება“ შესაძლოა, „ქართულ კოშმარად“ იქცეს. მისივე თქმით, გავრცელდა ხმები, რომ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ვიზიტი აშშ-ში მანამ არ შედგება, სანამ იგი ყოფილი ჩინოვნიკების დაპატიმრებებითაა დაკავებული.