საზოგადოება
რამდენი თვითმფრინავი ჰყავს პრეზიდენტს?

1-TviTmfr-sazogadoeba2საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ქვეყნის პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ მანანა მანჯგალაძის საპასუხო განცხადებას თავდაცვის სამინისტროსადმი: თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს ორი თვითმფრინავი ჰყავს, სიმართლეს არ შეესაბამება. პრეზიდენტი გადაადგილებისთვის იყენებდა ერთ საჰაერო ხომალდს, მეორე ბორტი კი მთავრობის, კონკრეტულად კი, თავდაცვის სამინისტროს, განკარგულებაში იყო. არჩევნების შემდეგაც მდგომარეობა უცვლელი დარჩა. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს იმის თაობაზე, რომ ხომალდი შეძენილია ლიზინგის წესით და გადაწყვეტილება მიღებულია სალიზინგო კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, რაც ავტომატურად გამოიწვევს უკვე გადახდილი თანხის დაკარგვას, რითაც სახელმწიფოს სოლიდური ზარალი მიადგება. აქვე დავძენთ, რომ ლიზინგის წესით შეძენა, ზოგადად, მიღებული და აპრობირებული მეთოდია.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა მასმედიის წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ Galfstream G450 საფრენი აპარატით განხორციელებული ფრენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

2011 წლის 26-30 სექტემბერი: თბილისი-ბათუმი-ვენა-ვარშავა-თბილისის მიმართულებით. ამ პერიოდში 29-30 სექტემბერს ვარშავაში გაიმართა აღმოსავლეთპარტნიორობის მეორე სამიტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა;

2011 წლის 26.07-04.08: თბილისი-ბათუმი-ლასპალმასი-ზანდერი-ლიმა-კუსკო-ბერმუდა-ნორთჰოლდი-ბათუმი-თბილისი (ვაკო ავალიანის განცხადებით, ოფიციალურად ცნობილია, რომ მიხეილ საკაშვილი 29 ივლისს ლიმაში პერუს პრეზიდენტ ოლანდა ჰუმალას ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრო). თუმცა, ლასპალმასში და სხვა ქალაქებში ვიზიტზე ოფიცილური ცნობები არ არსებობს;

2011 წლის 28.08-02.09: თბილისი-ბათუმი-პალანგა-ბათუმი-თბილისი;

2011 წლის 04-08 სექტემბერი: თბილისი-ბათუმი-რომი-პიზა-გენუა-კრაკოვი-თბილისი;

2011წლის 14-19 აგვისტო: თბილისი-ბათუმი-ნიცა-მილანი-ბათუმი-თბილისი;

2011 წლის 13-25 ივლისი: თბილისი-ბათუმი-ნიცა-ვენა-ბათუმი-თბილისი.

თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თქმით, Galfstream G450-ით განხორცილებული ფრენებიდან აღნიშნული მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტიდან, ასევე, ფინანსდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი ლიდერების ფრენები ლასპალმასის, ნიცის, მილანსა და მსოფლიოს მრავალ ტურისტულ ცენტრში.

ლიტერულ ფრენებზე არსებულ ინფორმაციას ადევს გრიფი. კანონის შესაბამისად, გრიფი მოხსნილია ამ ბორტით 2011 წელს განხორციელებულ ფრენებზე.