საზოგადოება
საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ავღანეთში დაჭრილი სამხედროების სარეაბილიტაციოდ საქართველო საკუთარ სამედიცინო ცენტრს გახსნის. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამაში თავის წვლილს აშშ შეიტანს.
მინისტრისავე განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება ავღანეთში დაღუპულთა სახელების უკვდავსაყოფად.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ავღანეთში ნატოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობისას საქართველომ 18 კაცი დაკარგა, დაჭრილთა რაოდენობა კი უცნობია. ამასთან, საქართველო ავღანეთში ყველაზე დიდი რიცხოვნობით წარმოდგენილი ქვეყანაა, რომელიც ნატოს წევრი არ არის.