აქტუალური
საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ, წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს, მეუფე შიომ წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში პარაკლისი აღავლინა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
„მე მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის დაღუპული გმირების ოჯახებზე ზრუნვა სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს. დამერწმუნეთ, რომ მთელი ჩვენი ქვეყნის საზრუნავი სწორედ ის ოჯახები იქნება, რომელთა წევრებმაც საქართველოს უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას შეწირეს თავი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ცნობისათვის: ეკლესიას საძირკველი 2009 წელს ჩაეყარა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით შენდება. მშენებლობა ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცის ვახტანგ გზირიშვილის და მისი თანამებრძოლების სახელობის ფონდის თაოსნობით მიმდინარეობს.