პოლიტიკა
ჰეიდარ ალიევის ხსოვნის პატივსაცემად

1-poolit-1საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქინფორმს ატყობინებს, აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერისა და ქართველი ხალხის დიდი მეგობრის  – ჰეიდარ ალიევის ,ხსოვნის პატივსაცემად თბილისში რიგი ღონისძიებები ჩატარდა.

12 დეკემბერს, დილით, დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა, აზერბაიჯანელი და ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკი მოინახულეს და ჰეიდარ ალიევის ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს.

იმავე დღეს, საღამოს ცენტრ Art Hall-ში ქ. თბილისში, საქველმოქმედო ფონდ „დავით გამრეკელის“ ინიციატივით და კომპანია SOCAR-ის ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზებული იქნა „მეგობრობის მუსიკისა და პოეზიის საღამო“, მიძღვნილი აზერბაიჯანელი ხალხის საერთო-ეროვნული ლიდერის – ჰეიდარ ალიევის, ნათელი ხსოვნისადმი. საღამოზე ნაჩვენები იქნა ფილმი „მეგობრობის აღთქმა“ ქართველი ხალხის დიდი მეგობრის – ჰეიდარ ალიევის, შესახებ, რომელიც კომპანია „თბილისი ინტერმედიამ“ გადაიღო.

საღამოზე აჟღერდა ქართველი, აზერბაიჯანელი და იტალიელი კომპოზიტორების კლასიკური კომპოზიციები კლასიკური მუსიკის ცნობილი ქართველი ოსტატების შესრულებით, რომელთაგან ზოგიერთს თავის დროზე სხვადასხვა ცნობილ მუსიკალურ კონკურსზე გამარჯვებულის პრიზები თავად ჰეიდარ ალიევისგან აქვს მიღებული.