პოლიტიკა
საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ბიუროს წარმომადგენელი ვენდი სილვერმანი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში პეიჯ ალექსანდერი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საზღვარგარეთ პროკურატურის განვითარების, დახმარებისა და ტრენინგის განყოფილების წარმომადგენელი ქეთრინ ნიუქომბი.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ეს რიგით მეორე შეხვედრა იყო: „პირველად არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შევხვდით. შეხვედრამ ჩაიარა ძალიან საინტერესოდ და ვფიქრობ, ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“.