საზოგადოება
მანდატურის მოთხოვნით სკოლიდან ისტორიის მასწავლებელი დაითხოვეს

batumis-skolaბათუმის №10 საჯარო სკოლიდან მანდატურ ინგა ვანიევის მოთხოვნით ისტორიის მასწავლებელი შარლოტა ქორიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. მანდატურმა სკოლის დირექტორის, დავით ეცადეიშვილის სახელზე ისტორიის მასწავლებლის გათავისუფლების თხოვნით განცხადება იმ მოტივით შეადგინა, რომ გაკვეთილზე დაგვიანების გამო შარლოტა ქორიძემ მოსწავლეს „ხელი მოუქნია“.

მშობლები სკოლაში მასწავლებლის დაბრუნებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კლასის დაშლით იმუქრებიან.

გათავისუფლებული პედაგოგი, მოსწავლეების თქმით, პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების შემდეგ სახლში გადაიყვანეს. სკოლის პედაგოგები მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები შეზღუდულია და ისინი მანდატურებთან შედარებით არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. როგორც ცნობილია, მანდატურის უფლებებში მსგავსი ქმედებების განხორციელება არ შედის.