საზოგადოება
საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. მოსკოვში ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან რფ-ში ღვინისა და მინერალური წყლების მიწოდების აღდგენის საკითხის გადასაჭრელად „როსპოტრებნადზორი“ მზადაა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 9 დეკემბერს რფ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა რუსეთის მზაობის შესახებ საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების აღდგენის საკითხის განსახილველად.
ცნობისათვის: „როსპოტრებნადზორმა“ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყალი „ბორჯომის“ შეტანა 2006 წლის გაზაფხულზე აკრძალა. აკრძალვის ოფიციალურ მიზეზად ქართული პროდუქციის დაბალი ხარისხი დასახელდა.