შეწყალების კომისიამ 274 პატიმრის საქმე დადებითად გადაწყვიტა

საქართველო, 10 დეკემბერი,
საქინფორმი. გასულ კვირას შეწყალების კომისიამ 530 პატიმრის საქმე განიხილა, რომელთაგან 274 პატიმრის საქმე დადებითად გადაწყდა, 16-ს კი ვადა გაუნახევრდა. როგორც კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ განაცხადა, შეწყალებულთა შორისაა 12 ქალი და 1 არასრულწლოვანი. სავარაუდოდ, ყველა მათგანი პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.
პრეზიდენტის რეზიდენციაში შეწყალების კომისიის სხდომა 4 საათს გაგრძელდა. კომისიის წევრებმა პრიორიტეტი ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პატიმრებს მიანიჭეს. ელენე თევდორაძის თქმით, კომისია ახალ წლამდე კიდევ ერთხელ შეიკრიბება, რადგან საპატრიარქოდან კიდევ ელოდებიან შესაწყალებელ პატიმართა საქმეების შესვლას.