რატომ ემუქრებიან „ჯავახკები“ ივანიშვილს და რატომ დაასხეს ლაფი ჟვანიას საფლავს
გასულ კვირას საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ მკითხველს შესთავაზა სააგენტოს მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის პუბლიკაცია „საქართველო – დერეფანია, სადაც იგულავებენ ამერიკაც და რუსეთიც!“
და ვიდეო
„ქართველი სომხები და ორხელისუფლებიანობის არაპროგნოზირებადობა“, რომლებიც მოწმობს სომხების ძალზე მცირერიცხოვანი, მაგრამ საშიში კატეგორიის – პროვოკატორების არსებობას, რომლებსაც სძულთ ქართველები და ახალი პრემიერი ივანიშვილი, რომელიც, როგორც თვითონ ამბობენ,
„ქართულ, და არა სომხურ ოცნებას აშენებს!“ და რომელთა მთავარი მიზანია – საქართველოში ეროვნებათაშორის ნიადაგზე კონფლიქტის გაღვივება, ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნა, რათა ამასობაში ჩუმ-ჩუმად
ჩამოაცილონ მას სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, როგორც თვითონ უწოდებენ –
ჯავახკი, და მას
„ჩრდილოეთ სომხეთი“ დაარქვან.
დღეს საქინფორმი გთავაზობთ კიდევ ერთ პუბლიკაციას და კიდევ ერთ ვიდეოს, რომლებიც მორიგჯერ ამტკიცე