პოლიტიკა
ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა

1-biZio-politikaa3საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერმა ევროსაბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის მხარდაჭერისა და იმ განსაკუთრებული როლისთვის, რომელსაც ევროსაბჭო რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების კუთხით იჩენს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხსა და თვითმმართველობების განვითარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც და გამოითქვა იმედი, რომ ახალი ხელისუფლება ღირსეულად გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ქვეყანა დგას.