აფხაზი ალპინისტები არგენტინის უმაღლეს მწვერვალზე დროშას აღმართავენ

საქართველო, 6 დეკემბერი,
საქინფორმი. აფხაზი ალპინისტები სამხრეთ ამერიკის კონტინენტის უმაღლეს წერტილში აფხაზეთის დროშას აღმართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „abkhazeti.info” ავრცელებს. ექსპედიცია არგენტინის ანდებში მდებარე აკონკაგუას მთაზე 20 დეკემბერს დაიწყება. აღნიშნული მთის სიმაღლე 6962 მ-ს შეადგენს.
აფხაზეთის მედიის ცნობით, პროექტს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბიზნესმენი ბესლან აგრბა აფინანსებენ. ექსპედიციას მსოფლიოში ცნობილი ალპინისტი იოჰან ერნსტი უხელმძღვანელებს.
„ექსპედიციის მიზანი მწვერვალზე აფხაზეთის დროშის აღმართვაა“, – იტყობინება აფხაზური მედია.