პოლიტიკა
ჯორჯ სოროსი პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდა

1-mtavari-poli1საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელი „სოროსის ფონდის“ დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი საქართველოში სტუმრობისას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

პრემიერთან შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გაიმართა და მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა.

ბიძინა ივანიშვილმა და ჯორჯ სოროსმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თაობაზე ისაუბრეს, ასევე, დაიგეგმა მსოფლიოში წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა დავოსში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება.

ჯორჯ სოროსისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა, სადაც „სოროსის ფონდის“ დამფუძნებელი ერთ სივრცეში გაერთიანებული სხვადასხვა სახის მომსახურების კონცეფციას გაეცნო. ქვეყნის პირველ პირთან ერთად სტუმარმა მომსახურების სივრცეები დაათვალიერა და სერვისების პროცედურებითაც დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილმა და ჯორჯ სოროსმა „Just Café“-ს მომსახურებითაც ისარგებლეს. სტუმარმა ყავა მიირთვა და სიმბოლური პასპორტიც აიღო.

არაოფიციალური ორდღიანი ვიზიტი სოროსმა საქართველოში პრეზიდენტთან შეხვედრით დაასრულა.

1-poli1 1-poli2
1-poli3 1-poli4
1-polit5 1-soros-polii6