კახა კუკავას შეხვედრები მოსკოვში

საქართველო, 28 ნოემბერი,
საქინფორმი. როგორც
საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან ატყობინებენ, მოსკოვში გაიმართა პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავასა და „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტ ვლადიმერ ხომერიკის შეხვედრა რუსეთის სახელმწიფო დუმის „ერთიანი რუსეთის“, „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიისა“ და „კომუნისტური პარიის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან.
განსაკუთრებით თბილი შეხვედრა გაიმართა რუსეთის სათათბიროს ერთადერთ ქართველ დეპუტატ მიხეილ ბერულავასთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები.