აქტუალური
საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს ერთ-ერთი მკითხველი ატყობინებს, თბილისის მერიამ ერთ-ერთ ჩინურ კომპანიას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 420 ჰა მიწის ფართობი 1 ლარად გადასცა.
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ „პროექტის“ ფარგლებში საქართველოში 125 ათასი ჩინელის ჩამოსახლება იგეგმება. „იმავე ჩინელების თემა საქართველოში ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური გახდა. საზოგადოება მათ მომრავლებას ჩვენს ქვეყანაში, ცოტა არ იყოს, შიშის თვალით უყურებს.
პირველი ჩინელი კი, რომელიც საქართველოში გამოჩნდა, სულაც არ იყო საზოგადოებისთვის საშიში – ის კი არა და, დიდი სარგებლობაც კი მოჰქონდა ჩვენი ქვეყნისათვის. ეს იყო ლაუ-ძენ-ძაუ, რომელმაც ჩაის პირველი პლანტაცია გააშენა საქართველოში“, – აღნიშნავს მკითხველი.
იგი ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ყველას სთხოვს დაფიქრებას და ხმის მიწვდენას ხელისუფლებისთვის, რომ შეწყდეს უცხოელთა ჩამოსახლება და მათთვის მიწის მიყიდვა, და საჭიროდ მიიშნევს ამ მხრივ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას.